კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მოგლიჯა ხეები და ჩაწყვიტა ელექტროსადენები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არაფერს ამბობენ, დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულებს.
Your browser doesn’t support HTML5
ისეთი ამბავი იყო, მეგონა სახლები ინგრეოდა... გარეთ ხალხი არ ჩანდა. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.
ძლიერმა ქარმა კახეთში ოთხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. თელავსა და გურჯაანში საცხოვრებელ სახლებს სახურავი აქვთ გადახდილი, სიღნაღსა და ახმეტაში კი დაზიანებულია ელექტროსადენები. მხოლოდ თელავში, ალაზნის გამზირზე, ათამდე საცხოვრებელ სახლს და რამდენიმე ობიექტს, მათ შორის მუსიკალურ სკოლას და სტომატოლოგიურ კლინიკას სახურავი აქვს გადახდილი. ძლიერი ქარის შედეგად, წაქცეულია თელავის ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.
„ისეთი ამბავი იყო, მეგონა სახლები ინგრეოდა... გარეთ ხალხი არ ჩანდა. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა“.
„კავკასიონის გამზირზე თითქმის ყველა კორპუსს სახურავი აქვს გადახდილი. რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს სამუშაოები, რომ ხლხი ამ სიცივესა და უბედურებაში გარეთ არ დარჩეს“.
უკვე რამდენიმე საათია თელავში, სტიქიის ადგილზე, სამაშველო სამსახურები მუშაობენ. თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის, თქმით, შესაბამისი ჯგუფები ზარალსაც ითვლიან.
ძალიან დიდი ქარიშხალი იყო. კედელი შიფრით იყო გაკეთებული, დაუბერა ქარმა და მოგლიჯა. სახლის ნახევარი სახურავი გადახდილია.
„თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზეა სახურავები საკმაოდ დაზიანებული. უმოკლეს საათებში გვეცოდინება ზარალის რაოდენობა და დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს“.
სტიქია მძვინვარებდა გურჯაანშიც. რუსთაველის ქუჩაზე ქარმა ასწლოვანი ნაძვი მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გურჯაანში მცხოვრები კარლო სონღულაშვილი გვეუბნება, რომ უამინდობის გამო ხეებთან ერთად წაქცეულია ელექტროსადენების ბოძებიც.
„ძალიან დიდი ქარიშხალი იყო. კედელი შიფრით იყო გაკეთებული, დაუბერა ქარმა და მოგლიჯა. სახლის ნახევარი სახურავი გადახდილია“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში სადენებს აღადგენენ, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიით მოამარაგონ. ხანდამაშვილი არაფერს ამბობს, რა ფორმით დაეხმარებიან იმ ოჯახებს, ვის სახლსაც სახურავი აღარ აქვს.
„მიდის სამსახურების მიერ გადამოწმება მთელი რაიონის მასშტაბით. ახლა მუნიციპალიტეტში არ არის ელექტროენერგია. „ენერგო პროჯორჯია“ პარალელურ რეჟიმში მუშაობს, რათა მოსახლეობას ელექტრონერგიის მიწოდება აღუდგეს“.
ამ დროისთვის ჯერ არავინ იცის, რა თანხის ზარალი მიაყენა სტიქიამ კახეთს. ასევე უცნობია, რა ფორმით დაეხმარება დაზარალებულებს ხელისუფლება.