ასპინძის მოსახლეობა სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ელოდება. წყალდიდობის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და მოსახლეობისთვის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ასპინძაში მხოლოდ სტიქიისაგან დაზიანებული ხიდები შეკეთდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა.
სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ასპინძელები დღემდე ელოდებიან. ამბობენ, რომერთი წლის წინ წყალდიდობამ დაბა მნიშვნელოვნად დააზარალა, მაგრამ არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებისაგან ოჯახებს კომპენსაცია არ მიუღიათ. 2014 წლის მაისის თვეში უხვი ნალექის გამო ადიდებულმაე.წ. „ოთის წყლებმა“ დაბის მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სიები შესაბამის უწყებებს მოსახლეობის ზარალის აღწერისთანავე გადაეგზავნათ, თუმცა მიიღებენ თუ არა ასპინძელები სტიქიისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მათთვისაც უცნობია. ასპინძის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის მხოლოდ სტიქიისაგან დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგა. გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში 9 ახალი ხიდი აშენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა,რისთვისაც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 905 000 ლარი დაიხარჯა.
2014 წელს ჭარბმა ნალექმა, ასპინძის გარდა, კიდევ ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა მნიშვნელოვნად - ადიგენი და ბორჯომი. მხარის გუბერნატორი მედიასთან განმარტავს, რომ სტიქია ყველაზე ძვირად ადიგენის მუნიციპალიტეტს დაუჯდა. თემმა მნიშვნელოვანი ზარალიმიიღო სოფლის მეურნეობის კუთხით. აკაკი მაჭუტაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადიგენს 321 000 ლარის ღირებულების სურსათი და საცხოვრებელი სახლების გადასახური მასალა გადაეცა,ასპინძაში კი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.რაც შეეხება განადგურებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, რეგიონის პირველი პირის თქმით, ზარალის ანაზღაურების თაობაზე შესაბამისი უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.
ასპინძის მუნიციპალიტეტში წყალდიდობა 2014წლის 12 მაისს იყო. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე „ოთის წყლებმა“ ასპინძას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. დაზიანდა ხიდები და დაბის შიდა ქუჩები. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა და რამდენიმე მათგანს საძირკველი გამოაცალა. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი და ცხოველი. სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა 1 343 000 ლარი შეადგინა.