სტალინის მუზეუმის მცირე საგამოფენო დარბაზში 3 საათის განმავლობაში დისკუსიის ნაცვლად უფრო ხმაური ისმოდა. სტალინისტების და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების საუბარი ხშირად ხმამაღალ ლაპარაკსა და შეურაცხყოფაშიც კი გადადიოდა. სტალინისტების ყველაზე მწვავე რეაქცია კი მოჰყვა ისტორიის მასწავლებლის მაია მიხანაშვილის რეპლიკას, სტალინმა და ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომი ერთად დაგეგმესო. „სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჯირკველიშვილი მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა:
„ძეგლებით თამაში - სტალინი აქ და ამჟამად“- ამ სახელწოდებით მოეწყო, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, გურამ წიბახაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა, რასაც დისკუსია მოჰყვა. დარბაზში შეკრებილი სტალინისტები და კომუნისტები ბელადის მოღვაწეობას დადებითად აფასებდნენ და ახალგაზრდებს გაუნათლებლობასა და ანტისტალინურ კამპანიაში ადანაშაულებდნენ. გორში ცნობილი სტალინისტი ვალერი სუხიშვილი ამტკიცებდა, რომ ხრუშჩოვის მიერ სტალინის შესახებ დოკუმენტების ფალსიფიცირების შედეგია, რომ დღეს ახალგაზრდებმა არ იციან, ვინ იყო, სინამდვილეში, სტალინი.
კომპარტიის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი ვერ იჯერებს, რომ საბჭოთა ბელადი მილიონობით ადამიანს ხვრეტდა და ასახლებდა. მისი აზრით, თუ ვინმე რეპრესიების წლებში განადგურდა, ეს მხოლოდ ბელადის შეცდომა იყო.
სტალინის განსხვავებული შეფასებებისას დისკუსია ხშირად ხმაურში გადადიოდა და შეხვედრის მოდერატორი თამარ გურჩიანი შეკრებილთა დაწყნარებას ცდილობდა.
სტალინისტებს არც მომხსენებლების გამოსვლა მოსწონდათ და მათ ხშირად სიტყვას აწყვეტინებდნენ. არ მოეწონათ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენლის ირაკლი ხვადაგიანის კითხვა, რა პასუხი უნდა გაეცეთ მილიონობით დაკარგული და დახვრეტილი ადამიანების შთამომავლებსო.
გურამ წიბახაშვილსაც რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა, როცა ის ბელადის მითოლოგიზებასა და გაკერპებაზე საუბრობდა.
შეხვედრის დასასრულს ვითარების განმუხტვა ისტორიკოს-პოლიტოლოგმა მალხაზ მაცაბერიძემ შეძლო, როცა განაცხადა, რომ სტალინი ემოციების გარეშე, ფაქტებზე დაყრდნობით უნდა იქნეს შესწავლილი და დისკუსიებიც მხოლოდ საგნობრივ მსჯელობასა და ურთიერთპატივისცემით გამართულ საუბრებს უნდა დაეთმოს.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის პროგრამების კოორდინატორი ეთუნა ნოღაიდელი აცხადებს, რომ ასეთი დისკუსიები საბჭოთა წარსულის გადაფასებას და დისკუსიის კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს. გორში სტალინისა და მისი მონუმენტის თემა კვლავ რჩება მწვავე კამათის საგნად. ძნელია ითქვას, რომ ამ დისკუსიის შემდეგ ვინმემ აზრი შეიცვალა, მაგრამ დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა არაერთი განსხვავებული პოზიცია მოისმინეს.