14 აგვისტოს "თავისუფლების დილაში" ტელეფონით ჩაგვერთო სონია ნიკოლაძე. 1-თვიანი მუსიკალური ფესტივალი "Gem Fest"-ი ოფიციალურად დღეს დასრულდა. 9 აგვისტოს სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ვიდეო, სადაც ავტორი "GEM Fest"-ის დაცარიელებულ ტერიტორიას აჩვენებს.ფესტივალის ფინანსურ წარუმატებლობაზე განცხადება გაავრცელა "Gem Fest"-ის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ. მისი თქმით, კვებისა და სავაჭრო ობიექტები ვერ უხდიან იჯარის ფულს, იმიტომ რომ არა აქვთ მუშაობა. ამ მიზეზით ვერც "GEM Fest"-ის ორგანიზატორები იხდიან ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ფინანსურ დავალიანებას.რა ვითარება იყო ფესტივალის ტერიტორიაზე და რატომ არ იყვნენ დამსვენებლები - ამ თემებზე ვისაუბრეთ სატელეფონო ჩართვით სტუმართან.
Your browser doesn’t support HTML5