სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი აქცენტები

26 დეკემბერს, შუადღისას, დასრულდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა ძირითადად ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიზიტისას ქართულმა მხარემ ასევე გამოხატა მზადყოფნა გაუზიაროს სომხეთის რესპუბლიკას გამოცდილება, რომელიც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით დაუგროვდა.