სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში ვიზიტით იმყოფება სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში. საქართველოს პრემიერის განცხადებით, 2017 წელი გამორჩეულია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ვინაიდან წელს საქართველო-სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი აღინიშნება.