23 წელი სოხუმის დაცემიდან

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში პატივი მიაგეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი შესრულდა. პოლიტიკური პარტიების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, 250 ათასამდე კი დღემდე დევნილია. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის მე-2 და მე-3 ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული 28 გმირი.