დისკუსია სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა-არმონაწილეობის გარშემო ახალი ძალით გაჩაღდა მას შემდეგ, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ამ საკითხზე რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. გიორგი მარგველაშვილის სიტყვებიდან გაირკვა, რომ საქართველოს სახლისუფლებო გუნდი ამ ეტაპზე განიხილავს სოჭში მისი შესაძლო ჩასვლის საკითხსაც. გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა ეს ინფორმაცია ორმაგად შემაშფოთებელია სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის მოწინააღმდეგეებისთვის.
”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, არა ამ ორგანიზაციის სახელით, არამედ პიროვნულად, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ერთი თვის წინ გამოვლენილი სამოქალაქო ინიციატივისა, რომელიც სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ისახავდა მიზნად. თანამოაზრეების მსგავსად, ის კვლავაც თვლის, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირება შესანიშნავი შანსია ოკუპირებული საქართველოსთვის, დაიცვას საკუთარი ინტერესები, კიდევ ერთხელ მიიპყროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და ხელი არ შეუწყოს რუსეთის პოზიტიური იმიჯის შექმნას.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი სპეციალური გვერდის საშუალებით გავრცელებულ პეტიციას ამ დროისთვის 10 ათასამდე ადამიანი აწერს ხელს. გავიხსენოთ, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის თემა ოქტომბრის დასაწყისში აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე რუსი მფრივანი ივან ნეჩაევი დასახელდა. როგორც ნინო ლომჯარიამ უთხრა 12 ნოემბერს რადიო თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კამპანიამ, საპრეზიდენტო არჩევნების გამო, გარკვეულწილად ტემპი დაკარგა, ბოიკოტის თემა კვლავაც აქტუალურია, მას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და პროტესტი გაძლიერდება:
”ხელმოწერებიც შეგროვდა, ხელისუფლებასაც მივმართეთ, მივეცით დრო, ანუ ჩვენ ველოდით, რომ ისინი გააკეთებდნენ ანალიზს და ისე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მგონი, ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ უფრო წასვლას ემხრობიან და დროა საზოგადოება უფრო გააქტიურდეს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ გავააქტიუროთ კვლავ ეს საკითხი”.
ნინო ლომჯარიას თქმით, პროტესტისთვის მეტი საფუძველი გააჩინა ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებამ, რომ სამთავრობო გუნდში განიხილება მისი სოჭში ჩასვლის საკითხი. ”ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საკითხი ღიაა და განიხილება ჩვენს გუნდში”, - განაცხადა საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა ”ვოსკრესნოე ვრემიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ის, რომ, საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, ოლიმპიადაში სპორტსმენების მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილია, გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდანაც ჩანს და 12 ნოემბერს ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც დაუდასტურა. მან თქვა, რომ სოჭში უნდა წავიდეთ და იქიდან ”რაც შეიძლება ბევრი მედალიც უნდა ჩამოვიტანოთ”. რაც შეეხება ხელისუფალთა ჩასვლას ოლიმპიადაზე, ეს საკითხი კი, კალაძის თქმით, ჯერ არ გადაწყვეტილა:
”ჯერ განხილვა არ ყოფილა გუნდში ამასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი დროა სოჭის ოლიმპიადამდე - ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული”.
”ქართული ოცნება”, პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას ეროვნული ინტერესების საზიანო, წამგებიან ნაბიჯად არ მიიჩნევს, უფრო პირიქით და, როგორც მაგალითად, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა რუსეთის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, სოჭის ოლიმპიადას საქართველოს მოლოდინი უკავშირდება, რადგანაც ეს იქნება ”კარგი დასაწყისი” იმისათვის, რომ ”არ შეიქმნას პოლიტიკური დაძაბულობა” და რომ კეთილ, სპორტულ ნებას შეუძლია ბიძგის მიცემა ახალი ურთიერთობებისთვის როგორც რუსეთში, ასევე მთელ მსოფლიოში.
”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გია ნოდია არ იზიარებს აზრს, რომ ბოიკოტით რაიმე დაშავდება, რადგანაც საქართველო რუსეთის მხრიდან ერთადერთი განსაკუთრებით დაზარალებული ქვეყანაა:
”სხვა ქვეყნის ტერიტორია არა აქვს ოკუპირებული რუსეთს და, შესაბამისად, სხვა ქვეყნებს არა აქვთ ამგვარი ნაბიჯის გადადგმის საფუძველი. არ მგონია, რომ სწორი პოლიტიკა იყოს - შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის დაკარგული და რუსეთთან, ფაქტობრივად, მათი პირობებით ვაგრძელებთ ურთიერთობას. ეს, ჩემი აზრით, არასწორია და თუ ეს არასწორია, მაშინ სოჭის ოლიმპიადაზე ისე წასვლა, რომ ვითომც არაფერი მომხდარა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასევე არასწორია”.
სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი დისკუსია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ხალხის პროტესტი და მიიღოს გადაწყვეტილება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, არა ამ ორგანიზაციის სახელით, არამედ პიროვნულად, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ერთი თვის წინ გამოვლენილი სამოქალაქო ინიციატივისა, რომელიც სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ისახავდა მიზნად. თანამოაზრეების მსგავსად, ის კვლავაც თვლის, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირება შესანიშნავი შანსია ოკუპირებული საქართველოსთვის, დაიცვას საკუთარი ინტერესები, კიდევ ერთხელ მიიპყროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და ხელი არ შეუწყოს რუსეთის პოზიტიური იმიჯის შექმნას.
მგონი, ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ უფრო წასვლას ემხრობიან და დროა საზოგადოება უფრო გააქტიურდეს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ გავააქტიუროთ კვლავ ეს საკითხი...ნინო ლომჯარია
”ხელმოწერებიც შეგროვდა, ხელისუფლებასაც მივმართეთ, მივეცით დრო, ანუ ჩვენ ველოდით, რომ ისინი გააკეთებდნენ ანალიზს და ისე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მგონი, ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ უფრო წასვლას ემხრობიან და დროა საზოგადოება უფრო გააქტიურდეს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ გავააქტიუროთ კვლავ ეს საკითხი”.
ნინო ლომჯარიას თქმით, პროტესტისთვის მეტი საფუძველი გააჩინა ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებამ, რომ სამთავრობო გუნდში განიხილება მისი სოჭში ჩასვლის საკითხი. ”ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საკითხი ღიაა და განიხილება ჩვენს გუნდში”, - განაცხადა საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა ”ვოსკრესნოე ვრემიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
სხვა ქვეყნის ტერიტორია არა აქვს ოკუპირებული რუსეთს და, შესაბამისად, სხვა ქვეყნებს არა აქვთ ამგვარი ნაბიჯის გადადგმის საფუძველი. არ მგონია, რომ სწორი პოლიტიკა იყოს - შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის დაკარგული და რუსეთთან, ფაქტობრივად, მათი პირობებით ვაგრძელებთ ურთიერთობას...გია ნოდია