უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "ჰიუმან რაითს უოჩმა" ჟურნალისტებისთვის გამოაქვეყნა სოჭის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების გზამკვლევი, რომელშიც სპორტული ასპარეზობის მსვლელობის დროს მოსალოდნელ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ დარღვევებზეა ყურადღება გამახვილებული. ეს დარღვევები, "ჰიუმან რაითს უოჩის" შეფასებით, "ეწინააღმდეგება ოლიმპიური ქარტიის ფასეულობებს“.
უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, მაშინ როცა რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს გააუმჯობესოს ქვეყნის იმიჯი, ოლიმპიურ მზადებას ჩრდილს აყენებს ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ჩათვლით. ორგანიზაცია, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს რუსეთში ჰომოსექსუალური „პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მწვავე კრიტიკაზე, კანონისა, რომელსაც "ჰიუმან რაითს უოჩის“ პროგრამების დირექტორი ტანია ლოკშინა „საგანგაშო უმსგავსობას“ უწოდებს:
„ოლიმპიურ ქარტიაში სწორედ დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპია ძალიან მკაფიოდ გაწერილი, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლური პრინციპი. და სიტუაცია, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა სწორედ ასპარეზობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ღებულობს მსგავს დისკრიმინაციულ კანონმდებლობას ლგბტ საზოგადოების მიმართ, ეს წარმოუდგენელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო უმსგავსობაა“.
ლოკშინა უშუალოდ ზამთრის ოლიმპიადის სამზადისთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს შრომითი მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებაზე, კერძოდ, შენიშნავს, რომ ხდება შრომითი მიგრანტების თვითნებური დაკავება და მათი ქვეყნიდან გაძევება მათ მიერ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისას ჩატარებული სამუშაოების აუნაზღაურებლად. უფლებადამცველთა თქმით, რეგიონის გარკვეულმა მოსახლეობამ ოლიმპიადასთან დაკავშირებული მშენებლობის გამო სათანადო კომპენსაციის გარეშე დაკარგეს საცხოვრებელი ადგილები. ტანია ლოკშინა შიშობს, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება ზეწოლა დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელ აქტივისტებზე, რომლებიც თავს უფლებას აძლევდნენ გამოეთქვათ კრიტიკული შენიშვნები ოლიმპიადის სამზადისთან დაკავშირებული მშენებლობების თაობაზე“:
„წარმოიდგინეთ რა იქნება, თუ, ღმერთმა დაიფარა და, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ რუსეთს დაივიწყებენ და სხვა მხარეს დაიწყებს ყურებას ყველა თვალი, რომელიც ახლა რუსეთზე, როგორც ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაზეა მიმართული. ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ ასეთ ვითარებაში მართლაც შეიძლება გაღრმავდეს შეტევა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, შეტევა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის წინააღმდეგ, შეტევა დამოუკიდებელ აქტივისტებზე. ვშიშობ, მარწუხებს მტკივნეულად მოუჭერენ და ამიტომ ერთადერთი გზა ამის თავიდან ასაცილებლად არის ის, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ რუსეთი არ დარჩეს ყურადღების გარეშე“.
სამშაბათს ცნობილი გახდა ასევე, რომ ნობელის პრემიის დაახლოებით 30-მა ლაურეატმა მოაწერა ხელი მიმართვას, რომელიც მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს გააუქმოს ლგბტ საზოგადოების წევრთა უფლებების დამრღვევი კანონი. გაზეთ The Independent-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში კანონს ეწოდება „ჰომოფობიური“, რომელიც მსოფლიოში მზარდ აღშფოთებას იწვევს. მიმართვის მოთხოვნები სერ ჰარი კროტოსა და მისი მეგობრის, სერ იან მაკკელენის, საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის გავლენიანი აქტივისტის მიერ არის ფორმულირებული. ზამთრის სოჭის ოლიმპიადა სტარტს ექვს თებერვალს აიღებს და ორ კვირას გასტანს.
უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, მაშინ როცა რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს გააუმჯობესოს ქვეყნის იმიჯი, ოლიმპიურ მზადებას ჩრდილს აყენებს ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ჩათვლით. ორგანიზაცია, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს რუსეთში ჰომოსექსუალური „პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მწვავე კრიტიკაზე, კანონისა, რომელსაც "ჰიუმან რაითს უოჩის“ პროგრამების დირექტორი ტანია ლოკშინა „საგანგაშო უმსგავსობას“ უწოდებს:
„ოლიმპიურ ქარტიაში სწორედ დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპია ძალიან მკაფიოდ გაწერილი, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლური პრინციპი. და სიტუაცია, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა სწორედ ასპარეზობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ღებულობს მსგავს დისკრიმინაციულ კანონმდებლობას ლგბტ საზოგადოების მიმართ, ეს წარმოუდგენელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო უმსგავსობაა“.
წარმოიდგინეთ რა იქნება, თუ, ღმერთმა დაიფარა და, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ რუსეთს დაივიწყებენ და სხვა მხარეს დაიწყებს ყურებას ყველა თვალი, რომელიც ახლა რუსეთზე, როგორც ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაზეა მიმართული. ჩვენ ძალიან გვეშინია...ტანია ლოშკინა