პოლონეთში სამხედრო პროკური უარყოფს გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ სამშაბათს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ პოლონელმა გამომძიებლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალს მიაგნეს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 2010 წელს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსვხრევებში. საქმე ეხება თვითმფრინავს, რომლის ჩამოვარდნის შედეგადაც დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფი 95-ვე ადამიანი.
ვარშავის საოლქო სამხედრო პროკურატურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირენეუშ შელაგმა სამშაბათს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექსპერტებს, რომლებმაც გასულ თვეში, რუსეთში სამუშაო ვიზიტისას შეამოწმეს თვითმფრინავის ნამსხვრევები, არ აღმოუჩენიათ ასაფეთქებელი ნივთიერება. თუმცა, ნაპოვნია ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ამჟამად პოლონეთში ლაბორატორიაში ამოწმებენ. მათ იდენტიფიცირებას, შელაგის თქმით, თვეები დასჭირდება.
ამდენად, სამხედრო პროკურორმა უარყო გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ სამშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ პოლონელმა სპეციალისტებმა, რომლებიც ორი კვირის წინ დაბრუნდნენ რუსეთში მდებარე ქალაქ სმოლენსკიდან, ტუ-154 ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევებში და 30 სავარძელში აღმოაჩინეს ტროტილისა და ნიტროგლიცერინის ნარჩენები. თუმცა, „ჟეჩპოსპოლიტაში“ არ არის გამოთქმული ბრალდებები - არ არის ნათქვამი, რომ თვითმფრინავში აფეთქება მოხდა.
სტატიამ, ბუნებრივია, მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია - მითუმეტეს, რომ მისი ფონია წინა დღეს, 29 ოქტომბერს გავრცელებული ცნობა ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, რემიგიუშ მუსის გარდაცვალების შესახებ. მუსი გარდაცვლილი იპოვეს მისივე სახლის სარდაფში. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მან თავი ჩამოიხრჩო. რემიგიუშ მუსი იყო ბორტინჟინერი იაკ-40 ტიპის თვითმსფრინავში, რომელიც კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ერთი საათით ადრე დაეშვა სმოლენსკის აეროდრომზე.
მისი სიკვდილი, „ჟეჩპოსპოლიტის“ პუბლიკაციასთან ერთად, უთუოდ ახალ საზრდოს მისცემს მითქმა-მოთქმას 2010 წლის 10 აპრილის ავიაკატასტროფის გარშემო. პოლონელების ნაწილს არ სჯერა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი პოლონელი პილოტების შეცდომა იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობას კონსერვატიულ ბანაკში, უწინარეს ყოვლისა, რუსეთს აკისრებენ. ზოგი არც იმას გამორიცხავს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თუმცა, არ არსებობს სამხილი, რომელიც ასეთ ვერსიას გაამყარებდა.