სიღარიბე - ბარიერი ბავშვთა უფლებების დაცვისთვის

Your browser doesn’t support HTML5

1 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თინა ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის, სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი. იუნისეფის 2015 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა 2,5% უკიდურეს სიღარიბეში, 21% კი სიღარიბეში ცხოვრობს. ამავე კვლევის თანახმად, ბავშვიან ოჯახებში სიღარიბის მაჩვენებელი ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს.

ღარიბი ოჯახები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან, წვალობენ იმისათვის, რომ ოჯახი გამოკვებონ. მათ არა აქვთ სახელმძღვანელოების ან მედიკამენტების შეძენის საშუალება. ისინი, შესაძლოა, ბავშვების ადრეულ ასაკში დასაქმებაზეც ზრუნავდნენ, რომ ოჯახს გადარჩენაში დაეხმარონ. ხშირად სიღარიბე მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეში დაბადებული ბავშვი, მაღალი ალბათობით, მთელს თავის ცხოვრებას სიღარიბეში გაატარებს. ადრეულ ასაკში სიღარიბემ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური დარღვევები, რისგანაც ბავშვები მუდმივად დაიჩაგრებიან. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, ბავშვთა კეთილდღეობაში ინვესტირება უმნიშველოვანესია კაცობრიობის თანასწორი და თანამიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად.

Your browser doesn’t support HTML5

სიღარიბე - ბარიერი ბავშვთა უფლებების დაცვისთვის