ქუთაისში მცხოვრებ ნანა მელაძეს არაერთი შეზღუდვა აქვს. ის მარტოხელაა და სოციალურად დაუცველი. მისი რთული მდგომარეობის მიუხედავად, საარსებო შემწეობა არსებული სახელმწიფო სტანდარტების გამო ვერ დაენიშნა. მხედველობისა და სმენის დაქვეითებას 2 წლის წინ გადაადგილების შეზღუდვაც დაემატა. მარტო მცხოვრები ქალი ვერც პანდუსით სარგებლობს და მხოლოდ 180-ლარიანი პენსიის იმედადაა.