ვინ უნდა აკონტროლებდეს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებას?

Your browser doesn’t support HTML5

დღეს, 25 მაისს, თბილისში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია - „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში“. კონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას შრომის ეფექტიანი ინსპექცია. იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები მშრომელთა უსაფრთხოების კონტროლზე, რადიო თავისუფლებამ მათ კითხვით მიმართა: ვინ უნდა აკონტროლებდეს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებას?