9 ნოემბერს თემაზე „შრომის უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“ გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ხელისუფლების, პროფკავშირებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც კონფერენციაზე განხილვის საგნად იქცა, იყო შრომითი უფლებები გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, კერძოდ, ლაპარაკი იყო სამუშაო ადგილებზე ქალთა დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების, უთანაბრო ანაზღაურების პრობლემებზე.