დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ უკრაინაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ ქართველ ჯარისკაც გია ცერცვაძეზე, რომელიც 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების შეკითხვებს კიევიდან ტელეფონით უპასუხებს უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეთა ბატალიონ „ლეგიონის“ დამფუძნებელი და ამავე დანაყოფის მეთაურის მოადგილე, შოთა კედელაშვილი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად თავდებად დაუდგა გია ცერცვაძეს და უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმიც კი წაუყენა. რატომ დააპატიმრა უკრაინამ ჯარისკაცი, რომლის გასამართლებითაც რუსეთია დაინტერესებული? რამდენად იზიარებს პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლება, თუნდაც მის მიმართ არალოიალურად განწყობილ, უკრაინაში მებრძოლ ქართველ ლეგიონერებზე? ათავისუფლებს თუ არა პასუხისმგებლობისაგან ვინმეს წარსულში საკუთარი თუ სხვისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობა? რადიო თავისუფლების ამ და სხვა შეკითხვებს კიევიდან ტელეფონით უპასუხებს უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეთა ბატალიონ „ლეგიონის“ დამფუძნებელი და ამავე დანაყოფის მეთაურის მოადგილე, შოთა კედელაშვილი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად თავდებად დაუდგა გია ცერცვაძეს და უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმიც კი წაუყენა.