შინდისის ბრძოლიდან 7 წელი გავიდა
Your browser doesn’t support HTML5
2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა შინდისთან უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. 20 მებრძოლიდან 17 მტერს ცოცხლად არ ჩაბარდა და ადგილზე დაიღუპა, 3 დაჭრილი კი მოგვიანებით ბრძოლის ველიდან გაიყვანეს. წელს სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა შინდისში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს. აქვე გაიმართა თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შექმნილი ბლოგის პრეზენტაცია, რომელსაც „აგვისტოს გმირები“ ჰქვია. თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ბლოგზე ყველა გმირის ისტორია გამოქვეყნდება. საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადებისთვის ადგილობრივ მცხოვრებლებს ჯილდოები გადასცა.