შინ - უცხოეთში: ლალი ჭილაია - სოპრანო მადრიდში
Your browser doesn’t support HTML5
ესპანეთის დედაქალაქში 20 წელიწადია ცხოვრობს, მღერის და ასწავლის სიმღერას ლალი ჭილაია. აფხაზეთი თავისი ნებით დატოვა, მიუხედავად ახლო ნათესაური კავშირისა აფხაზებთან. იტალიაში სურდა წასვლა, მაგრამ მადრიდში ნახა სიმშვიდე, ემოციური თუ მატერიალური. თავიდანვე მიიღო ამ ქალაქმა მომღერალი, რომელიც თავის ფისოებთან ერთად ცხოვრობს და რომელმაც გვითხრა, არ არსებობს თავისუფლება, ყველა საზოგადოებას აქვს ნორმებიო. რუბრიკის "შინ - უცხოეთში" ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი ესპანეთში, მადრიდში, ესტუმრნენ სოხუმიდან გადახვეწილ სოპრანოს, ეწვივნენ მას გაკვეთილზე, რეპეტიციაზე და, ბოლოს, დაუვიწყარ პერფორმანსზე.