მიუნხენელი ქირურგი: პაციენტი ექიმს დალოცავს

მიუნხენში ფიურსტენფელდბრიუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი გიორგი გრიგოლია მამის კვალს გაჰყვა, მედიცინას მიუძღვნა თავი და დარწმუნებულია, რომ ექიმს ყველაზე მთავარი რამ ავალია, ღვთის საჩუქარს - სიცოცხლეს - მოუაროს. რუბრიკის ავტორმა ოქროპირ რუხაძემ და ოპერატორმა ილია სამურგანიდმა გადაიღეს ოპერაცია და მიხვდნენ, თუ რატომარ არსებობს გიორგი გრიგოლიასთვის უფრო მეტი ბედნიერება, არ არსებობს უფრო მეტი სულიერი სიხარული, ვიდრე ის, როცა პაციენტი დალოცავს. მამამ ყველაფერი მასწავლა, დამანახვა, საით არის მართალი და საით არის მცდარიო, უთხრა რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფს გიორგი გრიგოლიამ. მიუნხენელი ქირურგი ზრუნავს მომავალ თაობაზე. მისი თაოსნობით რამდენიმე ასეული სტუდენტი და ახალგაზრდა ექიმი იქნა ჩამოყვანილი მიუნხენში პრაქტიკაზე, სტაჟირებაზე.