შინ - უცხოეთში: რეზო ჩხიკვიშვილი

„რეზომ მოახერხა, რეზომ შეძლო“! - გვითხრა ესენის თეატრის ბუფეტის თანამშრომელმა, რომელიც 30 წელიწადია მსახიობებთან ტრიალებს და რეზო ჩხიკვიშვილის პირველი ნაბიჯები ახსოვს გრილოს თეატრში, სადაც თითქმის 24 წელიწადია თამაშობს ქართველი მსახიობი. რეზო ჩხიკვიშვილს საქართველოში იცნობენ და უყვართ გერმანიაშიც. „შინ - უცხოეთში“ ჰქვია სატელევიზიო გადაცემა „პერსპექტივის“ რუბრიკას, რომლის ავტორი, ოქროპირ რუხაძე სტუმრობდა ესენს და შეხვდა ქართველ მსახიობს. (იხ. სრული გადაცემა)