უცხოეთში ბევრი რამ შევისწავლე და სამუდამოდ საქართველოს გარეთ დარჩენა არ მსურსო, ამბობს ედიშერ ხიდეშელი, რომელიც ოჯახით პრაღაშია დამკვიდრებული. მეუღლესთან და ორ გოგონასთან ერთად დატოვა სამშობლო, ვაჟი გერმანიაში შეეძინათ. ბოლოს ჩეხეთში დასახლდნენ. ჩუქურთმა, რომელიც ედიშერ ხიდეშელის ხელით შექმნას ელის და ტვირთის გადაზიდვის თავისებურებანი - ეს არის თემები, რომლებსაც შემოგთავაზებთ რუბრიკაში "შინ - უცხოეთში", რომლის ავტორმა ოქროპირ რუხაძემ დაოპერატორმა, ნუნო ფერნანდესმა რამდენიმე საათი გაატარეს ედიშერ ხიდეშელთან ერთად.