კარვებში ხალხის რაოდენობა დღითიდღე იზრდება

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში უსახლკაროებისთვის გაშლილი კარვების რიცხვმა 20-ს მიაღწია. იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ზამთარს კარვებში ატარებენ, 150-200 მერყეობს, არიან პატარა ბავშვებიც. 15 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია კაკაჩიამ პრესკონფერენციაზე თავშესაფრის მომავალზე ისაუბრა. შემუშავებულია პროექტი, რომლის ფარგლებშიც, კარვების სანაცვლოდ, აშენდება კარკასული ნაგებობა, რომელშიც უსახლკაროებს მუდმივად დარჩენა შეეძლებათ. ამჯერად კარვებში მყოფებს სახელმწიფო ორჯერადი კვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფს.