გადაცემა „ლიტერატურული წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს დიდი ფრანგი მწერლის, გრანდიოზული „ადამიანური კომედიის“ ავტორის, ონორე დე ბალზაკის მეტად უჩვეულო, უცნაურ და ხანგრძლივ სასიყვარულო თავგადასავალზე. ბალზაკმა, უკვე ცნობილმა მწერალმა, სატრფიალო წერილი მიიღო ოდესიდან, რომელსაც ხელს აწერდა „უცხოელი ქალი“. ავტორი ითხოვდა, რომ ბალზაკს ყოველდღიურ პარიზულ გაზეთში სათანადო ინფორმაცია გამოექვეყნებინა, რითიც წერილის ავტორი მიხვდებოდა, რომ კონტაქტი შედგა. ამას მოჰყვა თვრამეტწლიანი ურთიერთობა პოლონელ თავად ქალთან, ეველინა განსკასთან, რომელიც ბოლოს და ბოლოს ქორწინებით დასრულდა, თუმცა სიხარული ვერავის მოუტანა — ამ სიყვარულზე იქნება საუბარი გადაცემაში.