შეხვედრა ერგნეთში
Your browser doesn’t support HTML5
15 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მთავარი თემა სოფელ ჯარიაშენში მიმდინარე პროცესი იყო. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალების ქმედებებს პროვოკაციული უწოდა. რამდენიმე დღეა, სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთებში რუსეთის საოკუპაციო ძალებს გზა გაჰყავთ. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ ეს ხანძარსაწინააღმდეგო ზოლია, რომელიც ხანძრების ლოკალიზაციისთვის სჭირდებათ. ერგნეთის 64-ე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოხდება ტირიფონის სარწყავი სისტემის გაწმენდა და აღდგენა.