შეხვედრა ერგნეთში

Your browser doesn’t support HTML5

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 54-ე შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებს დაეთმო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი პირების შესახებ მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ და ერთმანეთში გაცვლიან. ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის გადაადგილება გააპროტესტა. შეთანხმების მიხედვით, ასეთ დროს საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რაც არ მომხდარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ძველი ტექნიკა ახლით ჩაანაცვლა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გამყოფ ხაზზე გაუგებრობებისა და კონფლიქტური ვითარების თავიდან ასაცილებლად ერთობლივი სადემარკაციო-სადემილიტარიზაციო კომისიის შექმნას ითხოვენ, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება, რადგან ის საოკუპაციო ხაზს საზღვრად არ აღიარებს.