სერბიის პრემიერ-მინისტრი გეი აღლუმს დაესწრო

Your browser doesn’t support HTML5

17 სექტემბერს ბელგრადში ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი ასობით აქტივისტი დაესწრო გეი აღლუმს, რომელმაც უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაიარა. მონაწილეთა შორის იყო სერბიის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი, ქვეყნის მთავრობის პირველი ქალი მეთაური და ბალკანეთში პირველი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომელიც არ მალავს, რომ ლგბტ ჯგუფს განეკუთვნება. აღლუმი გააპროტესტეს მცირერიცხოვანმა მოწინააღმდეგეებმა, რომელთა შორის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებიც იყვნენ. ძალადობას ადგილი არ ჰქონია.