საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა ძირითადი ფაზა რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისა, რომელიც 28 აგვისტოს ღამით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილმა შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლად აიყვანა სოფელ ლაფანყურის მკვიდრი ხუთი ახალგაზრდა. ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. ოპერაციის დასრულების შემდეგ სოფელი ლაფანყური საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა.
29 აგვისტოს ღამით ლოპოტის ხეობაში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები განაგრძობდნენ შეიარაღებული ჯგუფის დარჩენილი წევრების წინააღმდეგ წინა დღით დაწყებულ სპეცოპერაციას. სამინისტროს მონაცემებით, ხეობის მიუვალ ადგილებში თავი შეაფარა ექვსამდე დივერსანტმა, რომელთა პოვნას ძლიერმა ნისლმა შეუშალა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა მაინც დასრულებულად გამოაცხადა:
“მინდა გაცნობოთ ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულების შესახებ. შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრის გვამი არის ნაპოვნი. დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. მათი ნაწილი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილო კავკასიიდან. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი ბოროტმოქმედი შეიძლება იმალებოდეს ხეობის სხვადასხვა ნაწილში. ამის გამო პოლიცია აგრძელებს ძებნის ოპერაციას.“
ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-საიტიდან (mvd.ru) ირკვევა, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობს ასევე დაღესტანში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მახლობლად, წუნთის რაიონის სოფელ შაითლის მიმდებარე ტყეში, სადაც ერთი პოლიციელი დაიჭრა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან შეტაკებისას. 30 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომლის მიხედვითაც, მისია საქმის კურსშია და ყურადღებით აკვირდება რუსეთ-საქართველოს საზღვრის მახლობლად განვითარებულ მოვლენებს. გარდა ამისა, მისიის ხელმძღვანელმა ანჯეი ტიშკევიჩმა წუხილი გამოთქვა ქართველი პოლიციელების დაღუპვის გამო. 30 აგვისტოს დაღუპულთა ოჯახებს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც მიუსამძიმრა:
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ოპერაციაში. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ვთქვა, რომ მათ კეთილდღეობაზე ფიქრი იქნება ჩვენი მუდმივი საზრუნავი. ვიცი, რომ დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათზე პირადად ზრუნავს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.“
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დაჭრილი პოლიციელი ზურაბ ზურაბიშვილი, რომელიც მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადის, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მოინახულა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, 29 აგვისტოს ღამის შემდეგ სამკურნალო დაწესებულებებში ვითარება არ შეცვლილა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ახალი პაციენტი არ დაგვმატებია, ანუ ჩვენი მებრძოლებიდან აღარავინ დაჭრილა და დაღუპულა. გვყავს ხუთი დაჭრილი, რომლებიც იმყოფებიან ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ. გუშინ ორ მებრძოლს ჩაუტარდა ოპერაცია - ერთს მხარზე, ერთს ბარძაყზე - და მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.“
მიხეილ სააკაშვილი: „საბედნიეროდ საქართველოში უმეტესობა არიან ისეთები, როგორიც ზურაბ ზურაბიშვილია. ამიტომ არის, რომ ჩვენი ერი ყოველთვის გადარჩა და ყოველთვის გაიმარჯვებს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.“
მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი სოფელ ლაფანყურშიც ჩავიდა და სოფლის მოსახლეობას შეხვდა:
„ვერც ბასაევის 90-იანი წლების თარეშს და ვერც წინა საუკუნეების ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს. ქედს იქითაც ჩვენი ძმები არიან, მაგრამ საქართველოში ჩამოვიდნენ მშვიდობიანად, როგორც ყოველთვის დადიოდნენ, ანუ სამეგობროდ, სავაჭროდ, საურთიერთოდ... სუფრაზე დიდი სიამოვნებით ყველას მივიღებთ, მაგრამ იარაღით თუ გამოისეირნებენ, ვისაც უნდათ დაიჭერენ, მძევლებს აიყვანენ და რასაც უნდათ გააკეთებენ, ასეთი რამ არ გამოვა. ყველამ ვიცით, ვის ინტერესებში შედის ეს. ცხადია, ჩვენი მტრისა და დამპყრობის! მე ვფიქრობ, მთელი კახეთი და თქვენც დარწმუნდით, რომ საქართველოში ხალხი დაცულია.“
მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ასევე ტყვეობიდან გათავისუფლებულ ახალგაზრდებს. 30 აგვისტოს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ეგრეთ წოდებულმა დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობამ. ვებ-საიტ Vdagestan.com-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კავკასიის საემიროს მოჯაჰედები საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ოპერაციის ჩატარებას არ აპირებდნენ და მათ არც მძევლები აუყვანიათ. „ქართულმა მხარემ მოღალატურად მოატყუა ისინი და კავკასიის თერთმეტი მამაცი შვილი მოკლა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები მოჯაჰედთა წინააღმდეგ. მოვუწოდებთ არ მოატყუოს საკუთარი ხალხი და მთელი მსოფლიო და არ დასწამოს ცილი მოჯაჰედებს. ნუ ექნება იმედი საქართველოს, რომ მუსლიმთა სისხლის სანაცვლოდ რუსეთის კეთილგანწყობას მოიპოვებს. ასეთი ქმედებებით თქვენ მხოლოდ კიდევ ერთ მტერს შეიძენთ, რომელიც სასტიკად იძიებს შურს", - აღნიშნულია ეგრეთ წოდებული დაღესტნის ვილაიეთის განცხადებაში, რომელსაც ვებ-საიტი Vdagestan.com აქვეყნებს.