მეცნიერები გვპირდებიან, რომ მომავალში პორტატიული ქიმიური სენსორული სისტემები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნაში დაგვეხმარება. საკმაოდ რთული და რეალობასთან ძალზე დაახლოებული სიმულაციის მეშვეობით, რომელიც ევროპელ მეცნიერთა ჯგუფმა მოაწყო, მოხერხდა იმის გარკვევა, ყველაზე უკეთ ადამიანის მიერ გამოყოფილი რომელი ნივთიერებების აღმოჩენა შეიძლება ამ მეთოდით.
სიმულაციის დროს გამოყენებულმა სენსორებმა დააფიქსირა ქიმიური შენაერთები, რომლებსაც ნასუნთქი, ოფლი და შარდი შეიცავს და გარემოში გამოიყოფა. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ნახშირორჟანგი, ამონიაკი და აცეტონი კარგი საშუალებაა ნანგრევებში მოხვედრილი ადამიანების ძებნისას. გამოკვლევის შედეგებს ბეჭდავს "Journal of Breath Research".
„ეს არის პირველი სამეცნიერო გამოკვლევა სენსორების სისტემების სფეროში, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეხება,“ გვიხსნის ჯგუფის ხელმძღვანელი პოლ თომასი ლუბოროს უნივერსიტეტიდან.
„პორტატიული დანადგარის შექმნას, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების საფუძველზე იმუშავებს, შეიძლება რიგი უპირატესობები ჰქონდეს აქამდე არსებულ ტექნიკასთან შედარებით. მაგალითად, ასეთი მოწყობილობის გამოყენებას უპირატესობა ექნებოდა ისეთ ვითარებაში, სადაც შეუძლებელია მოძრავი ლაბორატორიების მუშაობა. ახალ ტექნიკას უპირატესობა აქვს მაშველი ძაღლებისა და მათი მომსახურე პერსონალის მიმართაც, ვინაიდან ძაღლებსა და ადამიანებს საკმაოდ ხშირად და დიდი ხნით სჭირდებათ შესვენება და თანაც ძებნის პროცესში თავადაც საფრთხის წინაშე უწევთ ხოლმე ყოფნა.
თომასმა ბერძენ, რუმინელ, გერმანელ და რიგი სხვა ქვეყნების მეცნიერებთან ერთად მოახდინა შუშითა და ბეტონით ნაშენი თანამედროვე დანგრეული შენობის სიმულაცია. ნანგრევების ხელოვნური გორა ზუსტად შეესატყვისებოდა ნამდვილი ავარიის ადგილს. ის შეიცავდა ისეთ ნაწილებს, სადაც ნესტი, ტემპერატურა და ჰაერის მიმოქცევა სტაბილური იყო, ასევე მონაკვეთებს, რომლებიც მხოლოდ ნანგრევებისგან შედგებოდა, ანდა პირიქით - ცარიელი იყო და გადარჩენილთათვის თავის შეფარების საშუალებას იძლეოდა.
რვა მოხალისემ შეძლო საერთო ჯამში ხუთი დღის განმავლობაში ექვს-ექვს საათიანი მონაკვეთებით დაეყო სიმულირებული კატასტროფის ადგილზე. საცდელ პირებს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ეკითხებოდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს. სიმულირებულ ნანგრევებში განთავსებული მრავალი სენსორით დიდი სიზუსტით მოხერხდა ნახშირორჟანგის, ამონიაკისა და აცეტონის აღმოჩენა, რაც საძებნი პირის ადგილსამყოფელზე მიუთითებდა.
გამოკვლევის საბოლოო დასკვნის თანახმად, ეს ნივთიერებები კარგი ინდიკატორებია ნანგრევებსა და ნაშალში დამარხულთა საძებნად. თუმცა, როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, ჯერ კიდევ ჩასატარებელია ზუსტი ანალიზი საიმისოდ, რომ უფრო დეტალურად გავერკვეთ სიმულაციის დროს შემჩნეულ ზოგიერთ მოვლენაში. მაგალითად, გასარკვევია, რა გავლენას ახდენს ამ შენაერთებზე ნანგრევების მიერ შეწოვილი ნესტი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამონიაკის გამოყოფა მცირდება, როცა ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს სძინავს. შიმშილის მატებასთან ერთად კი მეტი აცეტონი გამოიყოფა.