სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი უკვე მეორედ აღადგინა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20 დეკემბრს მიღებული გადაწყვეტილება დროში ემთხვევა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობის შერჩევის პროცესს. საკითხავია,შეეწყობა თუ არა ახალი ბორდი ძველ გენერალურ დირექტორს, რომელსაც, სამუშაო კონტრაქტით, კიდევ წლები აქვს დარჩენილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილის სარჩელი - ის დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და როგორც კი საქმიანობას შეუდგება, მას ასევე დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება ”იძულებითი განაცდურიც” 3 თვის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დავის საგანს წარმოადგენდა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე უკვე მეორედ გათავისუფლდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან. გადაწყვეტილების საფუძვლად სასამართლო “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას ასახელებს:
”კერძოდ, სასამართლომ ერთხელ უკვე ბათილად ცნო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. შესაბამისად, 2013 წლის 30 აგვისტოს სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი დაესვა საკითხი გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის ხელმეორედ გამოცხადების თაობაზე, ვინაიდან კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის გასვლას აკლდა ხუთი დღე. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები არ არიან უფლებამოსილნი მათი ნების გამოვლენის დამადასტურებელი ხელმოწერის უფლებამოსილება მიანიჭონ სხვა პირს”.
სამეურვეო საბჭოს მიერ ორგზის გათავისუფლებული და სასამართლოს მიერ ორგზისვე აღდგენილი გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში, პირველადაც და მეორედაც, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტები იცავდნენ. როგორც საიას წარმომადგენელმა, ადვოკატმა ეკა ციმაკურიძემ 20 დეკემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, მოპასუხემ, ანუ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, სრულად ცნო სარჩელი და გიორგი ბარათაშვილი ძველი პირობებით დაუბრუნდება პოსტს:
”’საზოგადოებრივი მაუწყებლის’ გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 6 წლის ვადით და, შესაბამისად, ხელშეკრულებაც ბატონ გიორგი ბარათაშვილს ამ ვადით ჰქონდა გაფორმებული. ის 2012 წლის ბოლოს დაინიშნა...”
ვიდრე გიორგი ბარათაშვილის საკითხი განიხილებოდა, სასამართლოს 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეჩერებული ჰქონდა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსი და გენერალური დირექტორის მოვალეობას ყოფილი პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე ასრულებდა.
6 სექტემბერს, როდესაც სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი მეორედ გადააყენა თანამდებობიდან, მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძველად მოქმედი მართვის სტილით გამოწვეული არაჯანსაღი პროცესების ფონზე არაპროფესიონალმა სამეურვეო საბჭომ მოქმედების კომპასი დაკარგა და დაიბნა, რადგანაც ძლიერი ზეგავლენის ბერკეტებს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ არც „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობდა და არც „ქართული ოცნება“.
მას შემდეგ ძველი სამეურვეო საბჭო უფუნქციოდ დარჩა, საკანონმდებლო პროცესებიც დაჩქარდა და ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი გათვალისწინებულზე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეჭვის თვალით უყურებს სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან გახელაძე, რომელმაც პოსტი სექტემბრის დასაწყისში დატოვა. როგორც მან 20 დეკემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტის ძველი შემადგენლობა ხელს აძლევს ახალ ხელისუფლებას, რადგანაც იოლია მასზე ზეგავლენის მოხდენა.
თუმცა როგორც მაუწყებლის რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩართულმა ლაშა ტუღუშმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველაფერი სასიკეთოდ იცვლება და, სავარაუდოდ, ახალი ბორდი ძველი გენერალური დირექტორის გამოცვლაზეც იზრუნებს. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ვარაუდობს, რომ ახალმოსულები ახალ პერსპექტივებზე იფიქრებენ:
”ახალი ხალხი მოდის ბორდში და, შესაბამისად, სავარაუდოდ, ექნებათ ახალი პროგრამული პრიორიტეტები, ახალი მიდგომები. დიდწილად იმას ვგულისხმობ, რომ ისინი მოინდომებენ ჩაატარონ კონკურსი იმისათვის, რომ მათი შეხედულებების შესაბამისი დირექტორი მოიყვანონ ტელევიზიაში. ეს უფრო ლოგიკურია, ბუნებრივია. ამისათვის მათ სამართლებრივი მექანიზმი აქვთ”.
რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა იმის დაზუსტება, თუ რას აპირებს სამომავლოდ გიორგი ბარათაშვილი და როგორ მოიქცევა ის, თუკი ჯერ ისევ დაკომპლექტების პროცესში მყოფი ახალი ბორდი მის შეცვლას მოინდომებს. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე არსებობს კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, ის, რომ უკან დაბრუნებაზე სამართლებრივ პრეტენზიებს ძველი სამეურვეო საბჭოს წევრებიც აცხადებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილის სარჩელი - ის დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და როგორც კი საქმიანობას შეუდგება, მას ასევე დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება ”იძულებითი განაცდურიც” 3 თვის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დავის საგანს წარმოადგენდა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე უკვე მეორედ გათავისუფლდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან. გადაწყვეტილების საფუძვლად სასამართლო “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას ასახელებს:
’საზოგადოებრივი მაუწყებლის’ გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 6 წლის ვადით და, შესაბამისად, ხელშეკრულებაც ბატონ გიორგი ბარათაშვილს ამ ვადით ჰქონდა გაფორმებული...ეკა ციმაკურიძე
სამეურვეო საბჭოს მიერ ორგზის გათავისუფლებული და სასამართლოს მიერ ორგზისვე აღდგენილი გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში, პირველადაც და მეორედაც, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტები იცავდნენ. როგორც საიას წარმომადგენელმა, ადვოკატმა ეკა ციმაკურიძემ 20 დეკემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, მოპასუხემ, ანუ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, სრულად ცნო სარჩელი და გიორგი ბარათაშვილი ძველი პირობებით დაუბრუნდება პოსტს:
”’საზოგადოებრივი მაუწყებლის’ გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 6 წლის ვადით და, შესაბამისად, ხელშეკრულებაც ბატონ გიორგი ბარათაშვილს ამ ვადით ჰქონდა გაფორმებული. ის 2012 წლის ბოლოს დაინიშნა...”
6 სექტემბერს, როდესაც სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი მეორედ გადააყენა თანამდებობიდან, მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძველად მოქმედი მართვის სტილით გამოწვეული არაჯანსაღი პროცესების ფონზე არაპროფესიონალმა სამეურვეო საბჭომ მოქმედების კომპასი დაკარგა და დაიბნა, რადგანაც ძლიერი ზეგავლენის ბერკეტებს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ არც „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობდა და არც „ქართული ოცნება“.
ახალი ხალხი მოდის ბორდში და, შესაბამისად, სავარაუდოდ, ექნებათ ახალი პროგრამული პრიორიტეტები, ახალი მიდგომები. დიდწილად იმას ვგულისხმობ, რომ ისინი მოინდომებენ ჩაატარონ კონკურსი იმისათვის, რომ მათი შეხედულებების შესაბამისი დირექტორი მოიყვანონ ტელევიზიაში...ლაშა ტუღუში