NDI - საზოგადოების პოლიტიკური განწყობების შესახებ

18 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა CRRC საქართველოს მიერ მომზადებული საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილი. გამოკვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა და მასში 2298-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 31 %-ის მხარდაჭერა აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 10 %-ის, „ევროპულ საქართველოს“ – 4 %-ის, „პატრიოტთა ალიანსს“ კი - 3 %-ის. გამოკითხულთა 30 % აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.