სავჩენკოს პროტესტი სასამართლოს

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო უარს ამბობს, აღიაროს უფლებამოსილება სასამართლოსი, რომელშიც მის საქმეს მკვლელობის ბრალდებით განიხილავენ. 9 მარტს, საბოლოო სიტყვით გამოსვლისას, სავჩენკომ განაცხადა, რომრუსი ხალხი აღდგება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. შემდეგ სავჩენკო სკამზე შეხტა დაშეურაცხმყოფელი ჟესტით გამოხატა პროტესტი სასამართლოს წინააღმდეგ; შემდეგ კი დასძინა, რომ გააგრძელებსმშრალ შიმშილობას. კიევი და დასავლეთი გმობენ რუსეთში სავჩენკოს პატიმრობას. მას ბრალად ედება 2014 წელს,აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დროს, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა. სავჩენკოსადანაშაულებენ კოორდინატების გადაცემაში ნაღმსატყორცნით თავდასხმისთვის, რომელმაც ორი რუსი ჟურნალისტიშეიწირა. სავჩენკო უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ მფრინავი ქალიუკვე სეპარატისტების მიერ იყო დატყვევებული, როცა ნაღმსატყორცნიდან სროლა დაიწყო.