საუბრები მუხთარლის საქმეზე
Your browser doesn’t support HTML5
20 ივნისს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა
მინისტრს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე ისაუბრეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე. საპარლამენტო
უმრავლესობის განცხადებით, გამოძიება მალე გააკეთებს განცხადებას ჟურნალისტის საქმეზე. პარალელურად საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს შეიქმნას
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ჟურნალისტის ადვოკატი კი აცხადებს,
რომ გამოძიება მიმდინარეობს ისე, რომ არაფერი იქნეს გამოძიებული.