საქართველოში ფარული ვიდეოჩანაწერების სკანდალისა თუ სტუდენტთა საპროტესტო აქციების ხმაურში ჩაიკარგა თარიღი, რომლის მსგავსიც ძალიან ცოტა აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. 23 წლის წინ, 1993 წლის 15-16 მარტს, სოხუმის დამცველებმა ქალაქზე განხორციელებული პირველი ფართომასშტაბიანი ოპერაცია მოიგერიეს.
დაუზუსტებელი ცნობებით, ბრძოლებში აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა, ქართული შენაერთებიდან კი ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა 23-ე ბრიგადის მე-6 ბატალიონს, ქვედანაყოფს, რომელიც თავდაცვის პირველ ეშელონში იმყოფებოდა მდინარე გუმისთის მხრიდან. ამ ქვედანაყოფის მწყობრში დარჩენილი ჯარისკაცები, თავიანთი მეთაურის, თადარიგის პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას ხელმძღვანელობით, ყოველი წლის 16 მარტს იკრიბებიან თბილისის ცენტრში არსებულ ხსოვნის მემორიალთან და პატივს მიაგებენ დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას. მათ თავდადებასა და 23 წლის წინანდელ ბრძოლაზე სასაუბროდ რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა თემურ ზარანდიას.
Your browser doesn’t support HTML5