„ხელისუფლებამ დიალოგს კარი ჩაუკეტა“

თამარ კორძაია

მომავალი კვირიდან მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ოპოზიციურ სპექტრთან მოლაპარაკებების კვლავ განახლებას აპირებს, თუმცა უკვე შესაძლებელია იმის პროგნოზირება, მოხერხდება თუ არა შეთანხმება და დაშვებული იქნება თუ არა კომპრომისი საიმისოდ, რომ კონსტიტუცია პოლიტიკური კონსენსუსის პირობებში დამტკიცდეს.

Your browser doesn’t support HTML5

„ხელისუფლებამ დიალოგს კარი ჩაუკეტა“

წინასწარი განცხადებებით, მმართველი პარტია თანახმა იქნება გადაიხედოს მხოლოდ საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვისა და საარჩევნო ბარიერის საკითხები, ყველა დანარჩენი პარტიისთვის კი მნიშვნელოვანი 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებაა. პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე ქვეყნის მთავარი კანონი საერთო თანხმობის დოკუმენტად ვერ იქცევა - ეს „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში ყოფნისას ქართველ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ შეახსენა. ხელისუფლება საკონსტიტუციო კრიზისიდან გამოსასვლელად ოპოზიციასთან ფორმალურად დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა პრინციპული საკითხების დათმობას არ აპირებს. მისაღებია თუ არა ამგვარი დიალოგი ოპოზიციისთვის და მოსალოდნელია თუ არა კონსტიტუციის პროექტის გარშემო არსებული მისი ერთიანობის დარღვევა? ამ საკითხებზე ნონა მჭედლიშვილი რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ მდივანს, თამარ კორძაიას, ესაუბრა.