საბა ბუაძე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

15 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო საბა ბუაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI)-ს ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა დანაშაულის სტატისტიკასა და მის ხელმისაწვდომობაზე. ორგანიზაცია თვლის, რომ შსს არასრულყოფილად, არათანმიმდევრულად და არაპროაქტიულად აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. ბოლო სტატისტიკური მონაცემები დანაშაულის შესახებ შსს-ს ვებსაიტზე 2016 წლის თებერვლით თარიღდება და იანვრის მდგომარეობას ასახავს: "ინფორმაციის ასეთი ხელმიუწვდომლობა ბადებს ეჭვს, რომ სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების არათანმიმდევრულობა განპირობებულია სტატისტიკური მონაცემების შინაარსით", წაიკითხავთ IDFI-ს პუბლიკაციაში. საბა ბუაძემ ილაპარაკა შსს-ს მიერ "ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეუსრულებელ ვალდებულებაზეც, რაც გულისხმობდა დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შედგენას. ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს ყოველთვიურად და დეტალურად გამოაქვეყნოს დანაშაულის სტატისტიკა და აგრეთვე განუმარტოს საზოგადოებას რა მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობა 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ მონაცემებში რადიკალური განსხვავება.