„იმპროვიზაციის ხიბლი ისაა, რომ არასოდეს მიგატოვებს“

პაპუნა შარიქაძე

აშშ-ში, ბოსტონის ბერკლის სამუსიკო კოლეჯში, უშუალოდ თბილისის „მუსიკალური ათწლედის“ დამთავრების შემდეგ გააგრძელა სწავლა პაპუნა შარიქაძემ, "უხილავი ფარდის" დღევანდელმა სტუმარმა, რომელსაც თბილისშიც ხშირად დაუკრავს საჯაროდ, უკვე გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად.

ერთი მათგანი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, რეზო კიკნაძე, ასევე უპასუხებს გადაცემის წამყვან ოქროპირ რუხაძის შეკითხვებს იმაზე, თუ რას ნიშნავს ახალგაზრდა ჯაზმენისთვის აშშ-ში წასვლა და რას წარმოადგენს „ქართული ჯაზი“. უკვე არაერთი კომპოზიციის ავტორთან და პიანისტთან, პაპუნა შარიქაძესთან, საუბარი თემებზე იმპროვიზაცია, მუსიკაში წინსვლა, ოსტატის და შეგირდის ურთიერთობა ჯაზში ჟარგონ „გაჯაზების“ ეტიმოლოგის ახსნით დაიწყო.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა