თბილისის არქიტექტურული პროცესები და "კედელი, ბიაზი, პარკეტი"

Your browser doesn’t support HTML5

5 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვანი ნიკა ქუთათელაძე, რომელმაც 3 ივლისს გახსნა გამოფენა "კედელი, ბიაზი, პარკეტი". გამოფენა ნაწილია არტპროექტების სერიისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, "იარე ფეხით", ინიციატივით იმართება და ხელოვნების საშუალებით არსებულ სოციალურ პრობლემებსა და ქვეითთა უფლებებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.  ნიკა ქუთათელაძის ინსტალაცია "კედელი, ბიაზი, პარკეტი" ყაზბეგის გამზირის N22-ში მდებარე "ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსიტუტის" შენობის ნაწილებისაგან შედგება, რომელიც ახლა უკვე აღარ არსებობს და რომლის ადგილსაც მრავალსართულიანი კორპუსი დაიკავებს. ქუთათელაძე შენობის ნაწილებს როგორც საგამოფენო ობიექტებს, ისე წარმოგვიდგენს. მნახველის ფოკუსში ხვდება ყოველდღიურობის ნაწილი და თითქოს უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანების ცნობიერებაზე დიდ გავლენას ახდენდნენ, ახლა კი ურბანული სივრცის ტრანსფორმაციისას უბრალოდ ქრებიან.