"ობსკურა" - უხილავი სახელოვნებო პროცესების აღმოსაჩენად
Your browser doesn’t support HTML5
31 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ კურატორები მარიამ ლორია და მარიამ წიქორიძე, რომლებიც არიან ინტერდისციპლინარული არტ ორგანიზაცია "ობსკურას" დამფუძნებლები.
"ობსკურა" 2013 წელს არტისტებისა და კურატორების ჯგუფის მიერ შეიქმნა და მისი მიზანია დამოუკიდებელი, ინტერდისციპლინარული საგამოფენო, არტისტული იდეების და პროექტების ხელშეწყობა, ახალი, საინტერესო ხელოვანების აღმოჩენა.