ლიკა საჯაია პრეზიდენტის ვეტოსა და პარლამენტის პოზიციაზე
Your browser doesn’t support HTML5
22 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა პრეზიდენტის ვეტოსა და მოტივირებულ შენიშვნებზე, რომლებიც ეხებოდა ე.წ. "ფარული მოსმენების" მარეგულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კამპანია "ეს შენ გეხება" აპირებს გააგრძელოს სამართლებრივი ბრძოლა კანონმდებლობის იმგვარად შესაცვლელად, რომ დაცული იყოს ერთი წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერილი პრინციპები. უმთავრესი მათ შორის კი არის ის, რომ უწყება, რომელსაც აქვს ფარული მიყურადების უფლებამოსილება, არ უნდა იყოს საგამოძიებო ორგანო ან პროფესიულად დაინტერესებული ფარული მიყურადებით მოპოვებული პირადი ინფორმაციის გაცნობით. საჭიროების შემთხვევაში, "ეს შენ გეხება" აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს.