არასრულწლოვანთა განრიდების პროცესი გაუმჯობესებული მაჩვენებლებით

ლადო ჯავახიშვილი

უკვე ერთი წელია საქართველოში მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც თავისი არსით ლიბერალურია და, სისხლის სამართლებრივ დევნასთან შედარებით, უპირატესობას განრიდებასა და აღდგენით მართლმსაჯულებას ანიჭებს.

Your browser doesn’t support HTML5

არასრულწლოვანთა განრიდების პროცესი გაუმჯობესებული მაჩვენებლებით

კოდექსი თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უშვებს. ამ დღეებში იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ გამოაქვეყნა განრიდება-მედიაციის 2016 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძალაში შესვლიდან გასული ერთი წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განრიდებულ მოზარდთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. როგორია სტატისტიკა და რას ცხადყოფს ძირითადი ტენდენციები? - თემაზე ნონა მჭედლიშვილი „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსს, ლადო ჯავახიშვილს, ესაუბრა.