უკვე მეოთხე თვეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმიანობას არასრული შემადგენლობით განაგრძობს. გასული წლის სექტემბერში უფლებამოსილების ვადა სასამართლოს ოთხ წევრს ამოეწურა.
Your browser doesn’t support HTML5
ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს კვოტებით წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, თუმცა დღემდე ბუნდოვანია, ვის წარადგენს საკუთარი კვოტით, პროცესის გაჭიანურებით კი, „ინსტიტუციური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას შეფასებით, პარლამენტი ინსტიტუციონალურ უპასუხისმგებლობას იჩენს, კანონს არღვევს და საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად მუშაობას ხელს უშლის. მას ნონა მჭედლიშვილი ესაუბრა.