მაიკ პენსის ვიზიტი და საქართველო-ამერიკის ურთიერთობა
Your browser doesn’t support HTML5
დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ვიზიტის ფარგლებში „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებსაც შეხვდება.
რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში, რა გავლენა შეიძლება იქონიოს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა საქართველოზე და რაში ეხმარება ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში? საქართველო-ამერიკის ურთიერთობას „თავისუფლების დილის“ ეთერში აფასებს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ირაკლი სირბილაძე.