24 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე. ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი ბაზა განაახლა. ამომრჩეველთა სიას მისამართის მითითების გარეშე რეგისტირებულ და რეგისტრაციიდან მოხსნილი 59 242 ამომრჩევლის მონაცემი დაემატა. გარდა ამისა, ამომრჩეველს მონაცემების შესამოწმებლად სთავაზობს სხვადასხვა საშუალებას, რათა არჩევნების დღეს მაქსიმალურად იყოს დაცული მოქალაქის საარჩევნო უფლება.
მოქალაქეებს სიაში საკუთარი თავის შემოწმება და საარჩევნო ოლქის ნახვა, სადაც ხმის მიცემას შეუძლიათ როგორც ვებსაიტზე: voters.cec.gov.ge, ასევე ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ტელეფონებისა და პლანშეტების აპლიკაციით და სწრაფი გადახდის აპარატებით.
Your browser doesn’t support HTML5