13 სექტემბერს თავისუფლების დილის სტუმრები იყვნენ ფოტოგრაფი გიორგი ხელაშვილი და ოპერატორი მარიამ სეხნიაშვილი, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს თავიანთი მოგზაურობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ვიდეო-რგოლებად ექციათ და Youtube-ზე აეტვირთათ.
4 თვის განმავლობაში მათ არხზე რაჭის, ყაზბეგის, ჯავახეთის, გომის მთის, გორის, რუსთავის და ატენის ვიდეორგოლები განთავსდა. მოგზაურების ვიდეობლოგები მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა ინტერნეტმომხმარებლებისთვის, თუმცა საქართველოში ეს მიმართულება ჯერჯერობით ახალია და არხის მაყურებლებიც ძირითადად საქართველოთი დაინტერესებული უცხოელი ტურისტები არიან.
Your browser doesn’t support HTML5