8 ივნისს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა ქართველი პიანისტის, ეკატერინე გორდელაძის ახალი სოლო ალბომის, „საცეკვაო ფანტაზიების“ პრეზენტაცია. ალბომი მაისში გამოვიდა და მას, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ "აღტაცებული რეცენზიები" მოჰყვა. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისის ცნობილმა მუსიკალურმა პროგრამამ - Classics Unwrapped - „საცეკვაო ფანტაზიები“ კვირის დისკად დაასახელა. ეკატერინე გორდელაძე ფრანკფურტის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტის დოცენტია და უკვე არაერთხელ ყოფილა „მეათე სტუდიის“ სტუმარი. ის ამ ახალი ჩანაწერის გამოსვლის შემდეგაც მოვიწვიეთ ჩვენს პროგრამაში.
Your browser doesn’t support HTML5