ამ კვირაში,პრაღაში, გაიმართა შეხვედრა, რომლის ყურადღების ცენტრში იყო ცნება „კლეპტოკრატია“. ბერძნულად ის „ქურდების მმართველობას“ ნიშნავს.
Your browser doesn’t support HTML5
„პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატიები და როგორ მოხდეს მათი რეფორმირება“ – ამ სახელწოდების სემინარში რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ექსპერტები, აქტივისტები და ჟურნალისტები საუბრობდნენ კლეპტოკრატიასა და, ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლის სირთულეებზე, ხშირ წარუმატებლობაზე,ასევე წარმატებებზე – საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში.
სემინარის შემდეგ, მარიამ ჭიაურელმა ინტერვიუ ჩამოართვა ქართველ პოლიტოლოგს, ილიას უნივერსიტეტის პრორექტორს, დავით აფრასიძეს.