ავთანდილ იმედაძე: მილიარდზე მეტი თანხა გადის საქართველოდან სამედიცინო ტურიზმისთვის

ავთანდილ იმედაძე

„მეათე სტუდიის“ სტუმარია რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი ავთანდილ იმედაძე. ის 17 მარტს გვეწვია რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროში.

საუბარი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზაციის გეგმებს და თავად ბატონ ავთანდილთან, მის სახელთან დაკავშირებულ ბოლო გახმაურებულ შემთხვევას: ავთანდილ იმედაძემ გაუკეთა ოპერაცია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც მსმენელს, ალბათ, ახსოვს, 26 თებერვალს თბილისში დაჭრეს. თუმცა ავთანდილ იმედაძეს პირველი შეკითხვა დავუსვი რესპუბლიკური საავადმყოფოს სახელწოდებაზე: მას ოფიციალურად ჰქვია აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ ავთანდილ იდმედაძესთან