უნიკოდმა 46 ქართული მთავრული ასო-ნიშანი დაამტკიცა
Your browser doesn’t support HTML5
18 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო შრიფტის დიზაინერი აკაკი რაზმაძე. 10 მაისს უნიკოდის ტექნიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 46 ქართული მთავრული ასო-ნიშნის დამატების შესახებ. ციფრული მოწყობილობები თავიანთ სისტემაში დამტკიცებულ მთავრულ ასო-ნიშნებს თავიანთ სისტემებში დაახლოებით 2 წლის ვადაში ასახავენ.
რამდენად მნიშვნელოვანია დამწერლობისთვის, ციფრულ სამყაროში სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი; მთავრული ასო-ნიშნების გამოყენების რა პრაქტიკა და გამოცდილება არსებობდა ბეჭდურ გამოცემებში და რა ტიპის ცვლილებები დასჭირდებათ არსებულ ქართულ შრიფტებს გამართულად მუშაობისა და უნიკოდში ინტეგრაციისთვის - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.