სახელოსნოების მაკეტების გამოფენა

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, აღმაშენებლის N18-ში, გამოფენილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში არსებული სახელოსნოების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა და სხვა ექსპონატები, რომელიც საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელწიფო მუზეუმში არის დაცული. ფოტოებსა და ნახატებზე, ასევე მაკეტების საშუალებით, ნაჩვენებია ხისა და ტყავის, სხვადასხვა ტიპის ქსოვილის წარმოება, მეთუნეობა, ხალხური საკრავების დამზადება და სხვა. გამოფენა 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.