ჯარისთვის თავის არიდება ჯარიმით ან სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დაზუსტდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შემთხვევები და განისაზღვრა პასუხისმგებლობა. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.