საქართველოში საავიაციო გადაზიდვების ბუმია

ბათუმი

უკანასკნელი რამდენიმე თვეა საქართველოს აეროპორტებში მოჭარბებული მგზავრთნაკადია, რაც დიდი რიგებისა და შეფერხებების მიზეზი ხდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტების გამოყენებით სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილ იქნა 2 მილიონზე მეტი მგზავრი, რაც თითქმის 50-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

2017 წლის 7 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები აქვს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტს. მაგალითად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ ხნის მანძილზე ნახევარ მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების საერთო რიცხვმა 1 მილიონ 658 ათასზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, ზრდის მაჩვენებელი 43,62 %-ზე მეტია.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში საავიაციო გადაზიდვების ბუმია